Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

20 წლის სტუდენტის თანაკურსელის გულის ამაჩუყებელი განცხადება – ფანჯრიდან გადახტომა უნდოდა..

20 წლის სტუდენტის თანაკურსელის გულის ამაჩუყებელი განცხადება – ფანჯრიდან გადახტომა უნდოდა..

ორშაბათს ჩატარდება კიდევ ერთი სასამართლო პროცესი 20 წლის სტუდენტის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ჯოჯოხეთის გავლა უწევდა უნივერსიტეტში სწავლის დროს და რომელმაც 10 წლის წინ სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა.

სასამართლოს წინაშე გარდაცვლილის 8 თანაკურსელი წარდგება, რომელთაგანაც უმეტესობა კრეტადან არის. 

ბრალდებულთა შორის უმეტესობა სასამართლოს პირველმა ინსტანციამ დამნაშავედ სცნო, თუმცა მათ გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

ერთადერთი მოთხოვნა რაც ვანგელის ოჯახს აქვს არის, რომ აღდგეს სამართლიანობა. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ შვილის დაკარგვამდე, რომ მათი ბიჭი მსგავს ჯოჯოხეთს გადიოდა იმ ადამიანების ხელში, რომლებიც მის მშობლებს მის მეგობრებად მიაჩნდა.

გარდაცვლილის ერთ-ერთმა თანაკურსელმა სასმართლო პროცესზე განაცხადა: “ვანგელისი საკმაოდ მშვიდი ადამიანი იყო და არასდროს მსმენია, რომ რაიმე გაუგებრობასა თუ არეულობაში მიეღო მონაწილეობა.” 

მან ასევე განაცხადა, რომ ერთხელ, როცა ყავაზე იყო გასული ვანგელისთან ერთად ვანგელისმა უთხრა, რომ იმდენად საშინლად გრძნობდა თავს მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო, რომ ფანჯრიდან გადახტომაზეც კი ფიქრობდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *