Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

28 ბარი დაიკეტა კუნძულ კორფუზე ფალსიფიცირებული სასმელების გაყიდვის და გადასახადებისგან თავის არიდების გამო

ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, კუნძულ კორფუზე ჩატარდა ორგანიზებული ოპერაცია იმ ბიზნესების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადებს და ყიდიან ფალსიფიცირებულ და კონტრაბანდულ სასმელებს.

ოპერაციაში მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი საჯარო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო აუდიტორები საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლების დახმარებით.

ინსპექტირება ჩატარდა კუნძულის ყველაზე სამხრეთ წერტილში, კავოსზე, რომელიც ცნობილია ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, სხვადასხვა ეროვნების ტურისტების მხიარული წვეულებებით.

ეს არის ტერიტორია, რომელიც არაფორმალურად ითვლება დაუსახლებლად, რის შედეგადაც მრავალი წელია არანაირი შემოწმება არ ჩატარებულა.

ინსპექტორებმა ტერიტორიის რამდენიმე ბარი და რესტორანი ერთდროულად შეამოწმეს, საგადასახადო მუშაკებს სთხოვეს ენახათ, იყო თუ არა ქვითრები მოჭრილო და გაცემული, ხოლო საბაჟოს სამსახურის წარმომადგენლები ამოწმებდნენ სასმელების ფალსიფიცირების ან კონტრაბანდის შესაძლო შემთხვევებს.

მთელი ოპერაციის განმავლობაში, AADE-ს თანამშრომლები უშუალო კავშირში იყვნენ ინსპექტორებთან საოპერაციო ოთახის მეშვეობით და აკონტროლებდნენ ინსპექტირების მიმდინარეობას, იღებდნენ რეალურ დროში ვიდეო და ფოტო მასალას.

კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ 26-მა კვების ობიექტმა არ გასცა მინიმუმ 40 578 ქვითარი, საერთო ღირებულებით 267 418 ევრო.

კვების 2 ბიზნესს არ გაუცია 1204 ქვითარი, საერთო ღირებულებით 8252 ევრო.

კვების 7 ობიექტი ყიდდა სასმელებს, რომლებსაც არ ჰქონდათ სხვადასხვა ნომრის აღნიშვნა, შესაბამისად ჩაითვალა კონტრაბანდად. აღებული იქნა ნიმუში 8 დასახელების სასმელიდან, რომელთა შიგთავსიც უკვე გადაეგზავნა სახელმწიფო ექსპერტიზას.

დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც აუდიტორებმა აღმოაჩინეს, რომ ბარების მეპატრონეები ჭიქებში დარჩენილ სასმელს აგროვებენ,  ბოთლებში ასხამენ და ტურისტებს უმასპინძლდებოდნენ!

აღნიშნული ობიექტები 48 საათით დაიხურა და ჯარიმები დაეკისრათ.

შემოწმებები გრძელდება სხვა ტურისტულ ადგილებშიც.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *