28 ოქტომბერი: სკოლის 80 წლის მოსწავლე, რომელიც აღლუმზე დროშით ხელში გაუძღვა თანაკლასელებს
28 ოქტომბერი: სკოლის 80 წლის მოსწავლე, რომელიც აღლუმზე დროშით ხელში გაუძღვა თანაკლასელებს
ვასილის პანაიოტაროპულოსი ათენის მეორე გიმნაზიის მოსწავლეა. 80 წლის სკოლის მოსწავლემ ისევე, როგორც მისმა თანაკლასელებმა მიიღო აღლუმში მონაწილეობა და წილად საბერძნეთის დროშის ტარებაც ხვდა.
ვასილის პანაიოტაროპულოსმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა, რადგან ის ყველაზე დიდი სკოლის მოსწავლეა საბერძნეთის ისტორიაში.
ვასილის პანაიოტაროპულოსმა პენსიაზე გასვლის შემდეგ გადაწყვიტა სკოლაში სწავლა გაეგრძელებინა. “ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შევძელი სკოლის დამთავრება როცა ახალგაზრდა ვიყავი. ამიტომ როგორც კი პენსიაზე გავედი გადავწყვიტე, სწავლა გამეგრძელებინა. საკლასო ოთახში დაბრუნება საუკეთესო შეგრძნება იყო ჩემთვის. ცოტა მიჭირს ძველბერძნულის ათვისება.” – განაცხადა მან აღლუმის მსვლელობისას ჩაწერილ ინტერვიუში.
