Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

3 წლის ანგელოს დედა სასამართლომ დამნაშავედ სცნო

3 წლის ანგელოს დედა სასამართლომ დამნაშავედ სცნო

ირაკლიოს შერეული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განაგრძობს 3 წლის ანგელოს მკვლელობის გახმაურებული საქმის განხილვას. პროკურორმა 27 წლის დედისა და მისი 44 წლის ყოფილი პარტნიორისთვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება მოითხოვა.

პროკურორის მოთხოვნით, ბრალდებულებს ასევე უნდა შეეფარდოთ დამატებითი სასჯელები არასრულწლოვნის საფრთხეში ჩაგდების, იარაღის გამოყენებისა და უკანონო ფლობისთვის, ხოლო 44 წლის მამაკაცს პერსონალური მონაცემების უკანონოდ შეგროვებისა და შენახვისთვის.

სასამართლომ ორივე ბრალდებული ერთხმად სცნო დამნაშავედ განზრახ მკვლელობასა და ბავშვისთვის მძიმე სხეულის დაზიანებების მიყენებაში. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არც ერთი მოთხოვნა შემამსუბუქებელი გარემოებების აღიარების შესახებ.

ამავე დროს, 3 წლის ბავშვის ბიოლოგიური მამა, რომელსაც წარსულში ბავშვზე ფიზიკურ ძალადობას ედავებოდნენ, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება სასჯელის შესახებ სასამართლოს მიერ უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *