Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

3 წლის გოგონაზე ძალადობაში ბრალდებულმა დედამ პროკურორთან შეხვედრის თარიღის გადავადება მოითხოვა

3 წლის გოგონაზე ძალადობაში ბრალდებულმა დედამ პროკურორთან შეხვედრის თარიღის გადავადება მოითხოვა

3 წლის გოგონაზე ფიზიკური ძალადობის საქმის გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. პატარა გოგონა გასული ხუთშაბათიდან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ხელოვნურ სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.

25 წლის დედას, რომელსაც თავდაპირველად არასრულწლოვნის საფრთხეში ჩაგდება ედებოდა ბრალად, დამატებით ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებაც წაუყენეს, რადგან დაკავების შემდეგ პოლიციას ყალბი პირადი მონაცემები მიაწოდა. მისი 27 წლის პარტნიორი, პაკისტანის მოქალაქე, უცხოელთა კანონმდებლობის დარღვევისთვის დააკავეს. ამასთან, ორივეს შესაძლოა ბრალი წარედგინოს მკვლელობის მცდელობისა და სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენების მუხლითაც.

გამოძიება ძირითადად ოჯახის გარემოზეა კონცენტრირებული. როგორ პირობებში ცხოვრობდა ოთხი ბავშვი, რომელთა ასაკი ექვსი თვიდან რვა წლამდე მერყეობს, და რა გახდა სამი წლის ბავშვის ამ მდგომარეობამდე მიყვანის მიზეზი.

საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ბავშვს აღენიშნება ტვინის ქვეშა სისხლჩაქცევა, ტვინის დაზიანებები, მარჯვენა მკლავის მოტეხილობა და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები და ჩალურჯებები.

ამ დროისთვის ოჯახის დანარჩენი სამი ბავშვი ხანიის საავადმყოფოში იმყოფება. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ოჯახი სოფელში მდებარე პატარა საწყობში ცხოვრობდა, რომელიც სათბურის მფლობელმა დროებით გადასცა. მეზობლების თქმით, დედა დილით სახლიდან გადიოდა სამუშაოდ, ხოლო ბავშვები ხშირად მარტო რჩებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ტავერნაში მუშაობდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *