30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით სამხედრო საჰაერო ძალების გამოფენა ათენში
30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით სამხედრო საჰაერო ძალების გამოფენა ათენში
საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალები (Πολεμική Αεροπορία) ათენში, სინდაღმას მეტროს სადგურზე, სპეციალურ საგამოფენო სივრცეს მოაწყობენ, რომელიც მთავარანგელოზ მიქაელის, სამხედრო-საჰაერო ძალების მფარველის, დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიხსნება.
გამოფენას 30 ოქტომბერს, პარასკევს, საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი დიმოსთენის ღრიღორიადისი გახსნის.
საგამოფენო სივრცე სინდაღმას მეტროს სადგურის მრავალფუნქციურ დარბაზში 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით იმუშავებს.
გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ:
- F-16 და F-35 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების ფრენის სიმულატორები;
- ვირტუალური რეალობის (VR) მოწყობილობები;
- იკაროსის საჰაერო აკადემიისა და საჰაერო ძალების მუდმივმოქმედი უნტეროფიცერთა სკოლის საინფორმაციო სტენდები;
- სამხედრო ავიაციის სხვადასხვა ექსპონატი.
ღონისძიებების ფარგლებში ასევე გაიმართება კონცერტები, რომლებშიც სამხედრო-საჰაერო ძალების ორკესტრი მიიღებს მონაწილეობას.
გამოფენა დამთვალიერებლებს სამხედრო ავიაციის ტექნოლოგიებისა და შესაძლებლობების გაცნობის საშუალებას აძლევს.
