Latest news
კლაუდია ლატა: ჩემი შვილი უმწეო მდგომარეობაში, სრულიად მარტო გარდაიცვალა ვაგონში იღუმენიცა: 27 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორის მკვლელობა აღიარა ტების ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გრძელდება მგლები და ტურები ქალაქებს უფრო და უფრო ხშირად სტუმრობენ ანა კანდარაკი: გვეშინოდეს ექიმების, რომლებიც ყველა განხრის სპეციალისტობას იჩემებენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე ჰიპნოთერაპევტ ნასოს კომიანოსს დაკითხავენ საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა
სამშაბათი, სექტემბერი 22, 2026
საბერძნეთიUncategorized

4 წლის ბავშვის დახრჩობის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს

4 წლის ბავშვის დახრჩობის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს

კუნძულ პაროსზე მდებარე ერთ-ერთი beach bar-ის აუზში 4 წლის ბავშვის დახრჩობის საქმესთან დაკავშრებით გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. 

გამოძიება ცდილობს გამოიკვლიოს არამხოლოდ ბავშვის აუზში ჩასვლის პერიოდი, არამედ აუზში შესვლამდე განვითარებული მოვლენებიც.

აღნიშული მიზნისთვის კი სამართალდამცავმა ორგანოებმა დაცვის კამერების ჩანაწერები ამოიღეს. ისინი იძიებენ , ვინ აკონტროლებდა აუზს შემთხვევის დროს, სად იმყოფებოდნენ თანამშრომლები და რამდენ ხანს დარჩა ბავშვი წყალში მარტო.

შეგახსენებთ, რომ ბავშვი აუზიდან ბარმენმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. მიუხედავად ექიმების თავდაუზოგავი მცდელობებისა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მაშველის ადგილზე არ ყოფნის ფაქტი. ბიზნესის მფლობელი აცხადებს, რომ თავად ასრულებდა მაშველის ფუნქციას და აუზს აკონტროლებდა. ბავშვის მამამ კი სამართალდამცავ ორგანოებთან საუბრისას განაცხადა, რომ აუზზე მუდმივი მეთვალყურეობა არ ხორციელდებოდა.

პოლიცია ასევე ამოწმებს ჰქონდა თუ არა სანაპირო ბარის მეპატრონეს აუზის ფუნქციონირების ნებართვა, იცავდა თუ არა უსაფრთხოების სტანდარტებს და ჰქონდა თუ არა აუცილებელი აღჭურვილობა, მათ შორის პირველადი დახმარებისთვის საჭირო საშუალებები.

საქმე აღძრულია გაუფრთხილებლობი სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით. 

საბოლოო პასუხები კამერების ჩანაწერების, მოწმეების ჩვენებებისა და ექსპერტიზის შედეგების შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *