Latest news
ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე მოწმეების ჩვენებების მოსმენა გრძელდება 88 წლის მორბენალი: ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს ვუძღვნი მარათონის შედეგებს პატრას უნივერსიტეტში 400-მა ჩარიცხულმა სტუდენტმა რეგისტრაცია არ გაიარა საბერძნეთი: როდის გადავწევთ საათს ზამთრის დროზე AUTO ATHINA 2026: საბერძეთი ყველაზე მასშტაბური ავტომანქანების გამოფენას მართავს ანნა ვისის კონცერტის მსმენელებს მეტრო მთელი ღამის განმავლობაში ემსახურებოდა ვინ არიან ადამიანები, რომელთა სიცოცხლეც პლაკაზე მომხდარმა აფეთქებამ იმსხვერპლა 26 სექტემბერს ΟΑΚΑ-ს სტადიონზე ანნა ვისის გრანდიოზული კონცერტი გაიმართა  ნავპლიო: პალამიდის ციხესიმაგრიდან ხანდაზმული ტურისტის ჩამოსაყვანად სამაშველო სამსახურის ჩარევა გახდა... მაზონაკისის გარდაცვალების დღეს ექიმებმა დეფიბრილატორთან დაკავშირებით ზარი განახორციელეს
ოთხშაბათი, სექტემბერი 30, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

აგვისტო: რა განრიგით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

აგვისტო: რა განრიგით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

აგვისტოში საბერძნეთის მოსახლეობასთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტიც საზაფხულო რეჟიმზე გადადის და შედარებით უფრო იშვიათად გადაადგილდება, ვიდრე წელიწადის დანარჩენ თვეებში.

ავტობუსების, მეტროს და ტრამვაის ნაწილი ჩვეულებრივზე უფრო იშვიათად მოძრაობს. 

შეგახსენებთ, რომ საზაფხულო განრიგი სექტემბრის დასაწყისამდე გაგრძელდება.

მეტრო: 

  • ხაზი 1 — ΗΣΑΠ (პირეა–კიფისია): სამუშაო დღეებში მატარებლები მოძრაობს დაახლოებით 7–7.5 წუთში ერთხელ.
  • ხაზი 2 :
    07:00–19:00 — ყოველ 4.5 წუთში;
    დანარჩენ საათებში – დაახლოებით 5–7 წუთში.
  • ხაზი 3 : დილის პიკის საათებში – ყოველ 4.5 წუთში; დღის დანარჩენ პერიოდში – დაახლოებით 5.5–8 წუთში.

ტრამვაის რეისები დღის განმავლობაში დაახლოებით 12 წუთში ერთხელ სრულდება ღამის 22:00 საათამდე.

ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზაციის (ΟΑΣΑ) ზაფხულის პროგრამა მთელი აგვისტოს განმავლობაში მოქმედებს.  სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით ავტობუსების მოძრაობა არ მცირდება პირიქით, დამატებითი რეისებია გათვალისწინებული იმ მარშრუტებზე, რომლებიც ემსახურება:

  • ათენის საერთაშორისო აეროპორტს „ელევთერიოს ვენიზელოსს“
  • პირეას პორტს
  • ათენის სანაპირო ზონას.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *