Latest news
დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს - აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე რატომ ესაუბრება უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ფსიქოლოგის ნაცვლად უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამერიკულზე უკეთესია მიმდინარეობს გამოძიება 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის დეტალების დასადგენად პროკურორისა და გამომძიებლის საერთო გადაწყვეტილებით ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა
შაბათი, აპრილი 18, 2026
სამართალისაბერძნეთი

41 წლის ღეორღიას მკვლელობაში ბრალდებული პირები გამომძიებლის წინაშე იმყოფებიან

41 წლის ღეორღიას მკვლელობაში ბრალდებული პირები გამომძიებლის წინაშე იმყოფებიან

მათ ბრალი ედებათ განზრახ მკვლელობაში, ორსულობის იძულებით შეწყვეტაში და ყაჩაღობაში.

39 წლის მსხვერპლის მეგობარი მამაკაცი და მისი 34 წლის მეგობარი, რომელთაც ბრალი ედებათ ახალი წლის ღამეს ფეხმძიმე ქალის მკვლელობაში დღეს დილის ათ საათზე გამომძიებელთან და პროკურორთან წარსდგებიან რათა მოახსენონ მათ თავიანთი მოსაზრებები მკვლელობასთან დაკავშირებით.

დაზარალებულის პარტნიორი და მისი თანაბრალდებული თესალონიკის სასამართლოში გადაიყვანეს, მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მათ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის, ორსულობის იძულებით შეწყვეტის, ყაჩაღობის (ყველა თანამონაწილეობით), ასევე იარაღის უკანონო ტარებისა და გამოყენების ფაქტებზე.

ჯერჯერობით სავარაუდო მთავარი ეჭვმიტანილი, 41 წლის ქალის 39 წლის პარტნიორი არ აღიარებს, რომ მონაწილეობდა პარტნიორის მკვლელობაში და ამტკიცებს, რომ მას ეძინა და ყველაფერი მისმა თანაბრალდებულმა გააკეთა.

განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს მისი 34 წლის მეგობარი და სხვათა შორის ამტკიცებს, რომ მკვლელობა 39 წლისამ ჩაიდინა და რომ ის მხოლოდ 41 წლის ქალის ძარცვას აპირებდა.

ღეორღიას პარტნიორმა მკვლელობის შემდეგ ქურდობის სცენარი „დადგა“ და პოლიციას აცნობა, რომ ქალის მაისური იპოვა. ეს ყველაფერი კი მისი სასოწარკვეთილი მცდელობა იყო რომ პოლიციელების გამოძიებისთვის ხელი შეეშალა რადგან ხვდებოდა რომ სიმართლის გამოვლენა არ დააგვიანებდა,

39 წლის მამაკაცმა, დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ქურდობის შემდეგ ბინაში, შავი მაისური იპოვა რომელიც ღეორღიას გაუჩინარების წინა ღამეს ეცვა.

კერძოდ, როგორც მან განაცხადა პოლიციასთან კვირას, გვიან ღამეს, 7 იანვარს „გამოძიების დასრულების შემდეგ, რომელიც ჩატარდა ჩემს სახლში 01-04-2024, თქვენი სამსახურის პოლიციის თანამშრომლებმა გამორთეს ბინის ყველა შუქი და შემდეგ, შესასვლელი კარის საკეტი სამჯერ გადაკეტეს, გასაღები მომაწოდეს და ყველანი წავედით. ხუთშაბათს და პარასკევს სახლში საერთოდ არ წავსულვარ და სალონიკის სასტუმროებში დავბინავდი. შაბათს ნაშუადღევს სახლში დავბრუნდი ტანსაცმლის გამოსაცვლელად. აღმოვაჩინე, რომ შესასვლელი კარი ღია იყო,  შუქი ანთებული იყო, ისევე როგორც სამზარეულოს გამწოვის შუქი, რამაც საშინელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და არ ვიცოდი რა მეფიქრა.”

შემდეგ მან პოლიციას შეატყობინა, რომ „მოგვიანებით, როდესაც გავხსენი საძინებლის გარდერობი, მარჯვენა კარადაში, აღმოვაჩინე შავი მაისური, რომელიც ღეორღის ეცვა 01-02/01/2024 ღამეს და რომლითაც მან დაიძინა კიდეც, რადგან ტანსაცმლით ჩაეძინა. არ ვიცი, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ეს ყველაფერი და რას ნიშნავს, მაგრამ ჩემი მოვალეობაა ამის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია და გადმოგცეთ მაისური რომელიც როგორც გითხარით არის შავი მოკლემკლავიანი, თეთრი დეტალებით, აქვს დეკოლტე და თანდართული ქამარი“.

სავარაუდო ქურდობის შესახებ 39 წლის მამაკაცმა თავის ადვოკატსაც შეატყობინა, პოლიციას კი აცნობა, რომ მის და 41 წლის ღეორღიას გარდა ბინის გასაღები არავის ჰქონდა. გარდა ამისა, თავისი სცენარის გასაძლიერებლად, მან მოწმედ მეზობლის ჩვენება მოითხოვა, რომელიც, მისი თქმით, „მიხვდა, რომ შესასვლელი კარის შუქი ხუთშაბათს (04-01-2024) საღამოს საათებიდან იყო ჩართული, მან მოძრაობაც კი აღიქვა სახლში, როგორც ასევე ის რომ შესასვლელი კარის შუქი ანთებულია.”

ბრალდებული ასევე გამოვიდა სატელევიზიო გადაცემაში და აღწერა, როგორ აღმოაჩინა, რომ… უცნობი პირები შევიდნენ მის ბინაში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *