Latest news
ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს იასამნისფერი გზა, რომელიც თავს ზღაპრის გმირად გაგრძნნობინებთ საბერძნეთის ინიციატივას, არასრულწლოვნებისთვის სოც.მედიაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით კვიპროსი... Cosmote Telekom-ი მეტალიკას კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ათამაშებს როდემდე უნდა გადავცვალოთ ძველი პირადობები ირაკლიო: ციხიდან გაქცეულმა პატიმარმა გზად ქალი დააყაჩაღა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

42 წლის კაცს ბრალი ედება საკუთარი მამის მკვლელობაში

42 წლის კაცს ბრალი ედება საკუთარი მამის მკვლელობაში

საკუთარი მამის განზრახ მკვევლობაში ედება ბრალი 42 წლის კაცს, რომელიც პოლიციამ გასულ კვირას გამთენიისას დააკავა.

ბრალდებულმა საკუთარი მამა საცხოვრებელ ბინაში, რომელიც სალონიკში ტუბას რეგიონში მდებარეობს, სიკვდილამდე სცემა. 

პროკურორმა ბრალდებულის წინააღმდეგ საწყის ეტაპზე საქმე სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენებისთვისა და ოჯახური ძალადობისთვის აღძრა, თუმცა მას შემდეგ, რაც მოხუცებული საავადმყოფოში გულის შეტევით გარდაიცვალა ბრალდებულის ბრალი დამძიმდა. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დედა მის შვილს ამართლებს და აცხადებს, რომ მის მეუღლეს ფეხი დაუცდა და დაეცა, რადგან მარტო იმყოფებოდა იმ მომენტში სახლში. 

ოჯახმა კი სასწრაფო დახმარების გამოძახება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ დაშავებულს თავბრუს ხვევები ჰქონდა და უნდოდათ მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *