Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

47 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა არ ჰქონია

47 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა არ ჰქონია

ადამიანის განზრახ მკვლელობისთვის, იარაღის უკანონო ტარებასა და გამოყენებაში ედება ბრალი 28 წლის კაცს, რომელმაც გუშინ ღამით ხალანდრში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში 47 წლის ქალი დანით დაჩეხა.

დაკითხვაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა არ ჰქონია და მკვლელობის მიზეზი ქალის მხრიდან მასზე ჭორების გავრცელება და ცილისწამება იყო. 

“6 თვის განმავლობაში ძილი მქონდა დაკარგული. ცილი დამწამა ყველა ჩემს ნაცნობთან. ამ 6 თვის განმავლობაში სიტყვაც არ მითქვამს მისთვის, არ ვლაპარაკობდით. ჭკუიდან გადავყავდი ფაქტს, რომ არავის აღარ უნდოდა ჩემთან კონტაქტი, სწორედ ამიტომ წავედი და მოვკალი.” – აცხადებს დაკავებული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *