Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 45 წლის კაცს, რომელსაც 14 წლის გოგონასთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა

5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 45 წლის კაცს, რომელსაც 14 წლის გოგონასთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა

5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 45 წლის კაცს ვოლოსიდან, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა არასრულწლოვან გოგონასთან.

onlarissa.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სასამართლომ განკარგულება გასცა დაიწყოს გამოძიება არასრულწლოვნის დედის ბრალეულობის დასადგენად, რადგან როგორც ცნობილი გახდა გოგონას დედამ იცოდა მისი შვილისა და დამნაშავის ურთიერთობის შესახებ.

45 წლის კაცს 4 თვის განმავლობაში ჰქონდა არასრულწლოვანთან სასიყვარულო ურთიერთობა პარალელურად ჩუქნიდა საჩუქრებს, ყიდულობდა ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ძვირფასეულობას. 

გოგონამაც და მისმა დედამაც ბრალდების მხარის მოწმეებად მისცეს ჩვენება, რომლებმაც განაცხადეს, რომ დედამ თავდაპირველად არ იცოდა ქალიშვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ მასზე გაცილებით უფროსი ასაკის მამაკაცთან.

სასამართლომ 45 წლის კაცი დამნაშავედ ცნო და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მას უფლება აქვს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში. ასევე, სასამართლომ საქმის მასალების ვოლოსის პროკურატურაში დაბრუნების განკარგულება გასცა, რათა გამოძიებულ იქნას ამჟამად 17 წლის გოგონას დედის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არსებობის საკითხი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *