Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

58 წლის კაცი აივანზე შიშველი გამოდიოდა და გამვლელებს წყლით წუწავდა

58 წლის კაცი აივანზე შიშველი გამოდიოდა და გამვლელებს წყლით წუწავდა

ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს სავალდებულო მკურნალობის გასავლელად ვოლოსის 58 წლის მაცხოვრებელი, რომელიც აივანზე შიშველი გადიოდა, მუსიკას ბოლო ხმაზე რთავდა და გამვლელებს წყლით წუწავდა.

აღნიშნული პირის წინააღმდეგ საჩივარი პოლიციის განყოფილებაში მეზობლებისგან არაერთხელ შევიდა.

სამართალდამცავი ორგანოების ხელთ არსებულ ერთ-ერთ საჩივარში დეტალურად არის აღწერილი თუ როგორ აედევნა ეზოში 32 წლის მეზობელს 58 წლის კაცი ჯაჭვით და სცადა მისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენება. 

ბრალდებულის სასამართლო პროცესზე ნათელი გახდა, რომ აღნიშულ პირს არაერთხელ ჰქონდა გამოვლენილი გარშემომყოფთათვის საშიში ქმედება: ისვრიდა აივნიდან ნივთებს, მაგ.ტელევიზორი, აგინებდა და ემუქრებოდა დედას, აივანზე ხმაურის გამოსაწვევად რთავდა მუსიკას, მტვერსასრუტს და ა.შ.
სასამართლომ 58 წლის კაცის იძულებით ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანის განკარგულება გასცა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *