Latest news
საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო... საბერძნეთში COVID-19-ის 114 და გრიპის 52 ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს ათენში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტის თემაზე შეხვედრა გაიმართა
შაბათი, ოქტომბერი 24, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

58 000-ზე მეტი ელვა საბერძნეთის ცაზე

58 000-ზე მეტი ელვა საბერძნეთის ცაზე

პარასკევს, 24 ივლისს ამინდის გაუარესების შედეგად ძლიერმა წვიმამ და ქარმა საბერძნეთს დიდი მატერიალური ზიანი მიაყენა. 

ათენის ეროვნული ობსერვატორიის meteo.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე დიდი ნალექი ევიაზე დაფიქსირდა. ნალექის უხვი რაოდენობდა დაფიქსირდა თესალიაშიც, ცენტრალურ საბერძნეთში, ათენში, პელოპონისოზე, იპიროსა და მაკედონიის რამდენიმე რეგიონში, განსაკუთრებით კი ჰალკიდიკში.

ევროპული ორგანიზაცია EUMETSAT-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თაბახმად, პარასკევს საღამომდე საბერძნეთის ცაზე 58 000-ზე მეტი ელვა დაფიქსირდა.

უამინდობის შედეგად წარმოქმნილი მნიშვნელოვანი პრობლემების გამო პარასკევს საღამოდან შაბათის დილამდე საბერძნეთის სახანძრო სამსახურმა 940 გამოძახება მიიღო, რომლებიც ძირითადად წაქცეულ ხეებს, ქარის შედეგად დაზიანებულ ობიექტებსა და დატბორილი ტერიტორიებიდან წყლის ამოტუმბვას უკავშირდებოდა.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა ატიკის რეგიონში იყო, სადაც 850 გამოძახება დაფიქსირდა. სახანძრო სამსახურმა ამ დროისთვის 251 ხე მოჭრა, 59 სახიფათო ობიექტი გააუვნებელყო და 54 ადგილიდან წყალი ამოტუმბა. ცენტრალურ საბერძნეთში 60, ხოლო თესალიაში 30 გამოძახება დაფიქსირდა.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, უამინდობის პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და საჭიროების გარეშე გადაადგილებას მოერიდონ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *