Latest news
ძვირადღირებულ მედიკამენტებზე მოთხოვნა გაიზარდა - პაციენტებს წამლების სახლში მიღება შეუძლიათ სალონიკი: ჯანმრთელობის ცენტრის  თანამშრომელი ქურდობის ბრალდებით დააკავეს სახანძრო სამსახურში ვაკანტურ ადგილებზე განცხადებების მიღების ვადა იწურება  Dentis Pass: 300 000 ბავშვს უფასო სტომატოლოგიური შემოწმება ჩაუტარდება კირიაკი ღრივას მკვლელობის საქმეზე 4 პოლიციელი სასამართლოს წინაშე წარდგება კიფსელი: გარდაცვლილი ჩვილის საქმეში ბრალდებულები სასამართლოში მიიყვანეს მასწავლებლები გემის ბილეთებზე 50%-იან ფასდაკლებას მიიღებენ ტების ტრაგედიის საქმის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენებას მემანქანის შვილი მისცემს რას ითვალისწინებს სახელმწიფო დახმარება, რომელიც ახალ მშობლებს ეხება  ათენის აეროპორტმა აგვისტოს თვეში რეკორდული რაოდენობის მგზავრი მიიღო
სამშაბათი, სექტემბერი 8, 2026
საბერძნეთიUncategorized

26 ივლისიდან მეტროს მე-3 ხაზის რამდენიმე სადგური დროზე ადრე დაიკეტება

26 ივლისიდან მეტროს მე-3 ხაზის რამდენიმე სადგური დროზე ადრე დაიკეტება

26 ივლისიდან ათენის მეტროს მე-3 ხაზზე სარემონტო სამუშაოების გამო დროებითი შეზღუდვები ამოქმედდება. რელსების შეცვლის სამუშაოების ფარგლებში კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით სადგურები სინდაღმა (მე-3 ხაზი), ევანგელიზმოს და მეგარო მუსიკის საღამოს 21:40 საათზე დაიკეტება.

სინდაღმის სადგური მეტროს მე-2 ხაზისთვის ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

სამუშაოების პერიოდში მატარებლები იმოძრავებენ ორ დამოუკიდებელ მონაკვეთზე:

  • დიმოტიკო თეატრო – მონასტირაკი
  • ამბელოკიპი – დუკისის პლაკენტიას – აეროპორტი

აეროპორტის მიმართულებით ცვლილებები

21:40 საათის შემდეგ აეროპორტისკენ მიმავალი მატარებლები ამბელოკიპის სადგურიდან აიყვანენ მგზავრებს, ხოლო აეროპორტიდან მომავალი რეისები სწორედ ამ სადგურზე დაასრულებენ მოძრაობას.

მგზავრთა მომსახურებისთვის ათენის საქალაქო ტრანსპორტის ორგანიზაცია (ΟΑΣΑ) დროებით აამოქმედებს ავტობუსის ხაზს X23, რომელიც მონასტირაკისა და ამბელოკიპის მეტროს სადგურებს დააკავშირებს და გზად ყველა დახურულ სადგურთან გაჩერდება, მათ შორის:

  • ომონია
  • სინდაღმა
  • ევანგელიზმოს
  • მეღარო მუსიკის

ავტობუსი იმუშავებს კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 21:40 საათიდან მეტროს მოძრაობის დასრულებამდე.

საბერძნეთის ფიქსირებული მარშრუტის ტრანსპორტის სააქციო საზოგადოება (ΣΤΑΣΥ) აცხადებს, რომ მგზავრებისთვის შექმნილი დროებითი დისკომფორტი აუცილებელია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად, რაც მომავალში მეტროს მოძრაობის უსაფრთხოებასა და ყოველდღიური მგზავრობის ხარისხს გააუმჯობესებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *