Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ყველასათვის საყვარელი ამერიკელი მსახიობი მიშელ ტრახტენბერგი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა

ყველასათვის საყვარელი ამერიკელი მსახიობი მიშელ ტრახტენბერგი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი მიშელ ტრახტენბერგი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფორმაცია ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა CBS News-ს დაუდასტურა. პოლიცია კრიმინალურ ქმედებას გამორიცხავს.

მანჰეტენის პოლიციის თქმით, 26 თებერვალს დილით საგანგებო ზარზე გამოცხადდნენ და ტრახტენბერგი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. იგი გარდაცვლილად ადგილზევე გამოცხადდა.

გარდაცვალების მიზეზის დასადგენად მიშელ ტრახტენბერგის ცხედარს ჩაუტარდება სამედიცინო ექსპერტიზა.

ტრახტენბერგის მეგობრები აცხადებენ, რომ მსახიობს ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა.

სოც მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია რომ მას ღვიძლზე ჰქონდა პრობლემები.

მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გასცემს პასუხს.

ტრახტენბერგი სხვადასხვა ფილმიდან არის ცნობილი, რომელთა შორისაცაა Buffy The Vampire Slayer, Eurotrip და დრამა სერიალი Gossip Girl.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *