Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

6 დეკემბერი: დღეს მეტროსადგურებს პანეპისტიმიო და მონასტირაკი მატარებლები გაუჩერებლად გაივლიან

6 დეკემბერი: დღეს მეტროსადგურებს პანეპისტიმიო და მონასტირაკი მატარებლები გაუჩერებლად გაივლიან

ალექსი ღრიღოროპულოს მკვლელობის გასაპროტესტებლად დაგეგმილ გამოსვლებთან დაკავშირებით დაიკეტება მეტროსადგურები პანეპისტიმიო და მონასტირაკი.
მეტროსადგური პანეპისტიმიო დაკეტილი იქნება დილის 09:00 საათიდან, ხოლო მეტროსადგური მონასტირაკი დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე და 17:00 საათიდან დღის ბოლომდე.

მატარებლები აღნიშნულ სადგურებზე გაუჩერებლად გაივლიან. 

დილის საათებში დაგეგმილია მოსწავლეთა მშვიდობიანი გამოსვლა, ხოლო საღამოს საათებში კი საპროტესტო აქცია, რომელიც ყოველ წლის 6 დეკემბერს იმართება 2008 წლიდან მოყოლებული.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ალექსანდროს ღრიღოროპულოსს 2008 წლის 6 დეკემბერს საბერძნეთის პოლიციის თანამშრომელმა ესროლა. არასრულწლოვანის სიცოცხლე სწორედ პოლიციის თანამშრომლის, ეპამინონდას კორკონეასის გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *