Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

6 წლის შვილი მდინარეში მოისროლა რომ დამხრჩვალიყო

6 წლის შვილი მდინარეში მოისროლა რომ დამხრჩვალიყო

ჯოჯოხეთის გავლა მოუწია ახალგაზრდა ქალს ალივერიდან, რომელმაც მოიკრიბა ძალა ყოველგვარი ეკონომიკური სახსრებისა და მხარდაჭერის გარეშე და თავი დააღწია მოძალადე მეუღლეს, რომელმაც არაერთხელ სცადა მისთვის და მათი შვილისთვის სიცოცხლის მოსპობა.

აღნიშნული პირს ბრალი ედება არაერთი ძარცვის, ნარკოტიკების გადატანა/გაყიდვის, მკვლელობის მცდელობისა და ოჯახური ძალადობისთვის. მას აკრძალული ჰქონდა მიახლოვება მის ოჯახთანაც, თუმცა მაინც დაურეკა ყოფილ მეუღლეს და უთხრა რომ ბავშვის ნახვა უნდოდა. შეშინებულმა ქალმა დაუყოვნებლივ გამოიძახა პოლიცია.

“არაერთხელ სცადა ბავშვის მოკვლა”-განაცხადა ქალმა გუშინ სასამართლო პროცესზე. 

“პლასტმასები ჩაყარა ბუხარში და ოთახში გამოგვკეტა რომ კვამლს გავეგუდეთ. არაერთხელ გამოვუკეტივართ სახლში დღეების განმავლობაში. როცა 6 წლის იყო ჩენი გოგონა მდინარეზე წაიყვანა, წყალში მოისროლა და უნდოდა რომ დამხრჩვალიყო. მანქანაში გვსვავდა, გვირტყამდა და შემდეგ სრული სიჩქარით ატარებდა ავტომანქანას, რომ ყველა ერთად დავხოცილიყავით.” – განაცხადა შეშინებულმა ქალმა სასამართლო პროცესზე.

სასამართლომ დაკავებული დამნაშავედ სცნო და 5 წლით პატიმრობა შეუფარდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *