Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთისამართალი

65 წლის მამაკაცი 8 წლის ძმისშვილზე სექსუალური ძალადობისთვის ციხეშია-“ეს თამაში იყო”, ამტკიცებს ის

65 წლის მამაკაცს, რომელიც თესალონიკში 8 წლის ძმისშვილის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა.

მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის, უხამსობის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო მეძენა- შენახვის ფაქტებზე აღიძრა.

გავრცელებული ინფორმაციით, 58 წლის მამაკაცი ბრალდებებს უარყოფს და გამომძიებლის წინაშე აცხადებს, რომ „ეს იყო უბრალოდ არასწორად გაგებული თამაში“.

არასრულწლოვანის მშობლების მიერ გასულ კვირას წარდგენილი საჩივრის მიხედვით, 65 წლის მამაკაცმა სექსუალური ხასიათის უხამსი ქმედება მისი, როგორც სისხლით ნათესავის (ბიძა) მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ 8 წლის ბიჭზე აბელოკიპის უბანში მდებარე საკუთარ სახლში ჩაიდინა.
მამაკაცი იმავე დღეს დააკავეს თესალონიკის უშიშროების დირექტორატის არასრულწლოვანთა დაცვის ქვედირექციის თანამშრომლებმა და მის წინააღმდეგ საქმე არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, ასევე იარაღის შესახებ კანონის დარღვევისთვის აღიძრა.

ამასთან, დაკავებულის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, შესაბამისი ნებართვის გარეშე არსებული 20 ვაზნა იქნა ამოღებული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *