Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

75 წლის კაცს, რომელმაც 8 წლის გოგონა გააუპატიურა, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 

75 წლის კაცს, რომელმაც 8 წლის გოგონა გააუპატიურა, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 

7 წლიანი პატიმრობა შეეფარდა 75 წლის კაცს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის. 

პატარა გოგონამ მის ტრაგიკულ გამოცდილებაზე მის მასწავლებელთან ისაუბრა.

გოგონას გაუპატიურების შემთვევა ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 12 წლის ასაკში ძალადობის მსხვერპლა გადაწყვიტა იმ ჯოჯოხეთზე ესაუბრა ხმამაღლა, რომელშიც მთელი ამ დროის განმავლობაში ცხოვრობდა. მოძალადე სარგებლობდა იმით, რომ გოგონას ოჯახთან ნათესაობა აკავშირებდა და ცხოვრობდა მათთან ახლოს. 

2022 წლის ივნისის თვეში, სანამ სასწავლო წელი დასრულდებოდა ერთი კვირით ადრე, გოგონამ გადაწყვიტა მასწავლებლისთვის გადაეშალა გული. გოგონამ გულახდილად საუბრის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა მასწავლებელმა ანატომიაზე ისაუბრა. მასწავლებელმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და საჩივარი შეიტანა პოლიციაში. 

“იმ დღეს საჭიროდ ჩავთვალე მესაუბრა სხეულზე და თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატივი ვცეთ მას. რომ არ უნდა მივცეთ უფლება სხვას შეგვეხოს ჩვენი თანხმობის გარეშე, ან ჩაგვაყენოს უხერხულ მდგომარეობასი. ხოლო თუ მსგავსი რამ მოხდება, აუცილებლად შევატყობინოთ ჩვენს მშობლებს. აღნიშნული საუბრის შემდეგ გოგონას მეგობრები მომიახლოვდნენ და მითხრეს, რომ მათ მეგობარს ვიღაც სექსუალურად ავიწროვებდა.”

“მითხრა: “ვიღაც ისეთ რაღაცებს მიკეთებს, რაც არ მსიამოვნებს და არ მინდა.” ვკითხე ვიზე საუბრობდა და მომიყვა თუ რა ხდებოდა ყოველ ჯერზე, როცა საცხოვრებელ კორპუსში შედიოდა. მითხრა რომ აღნიშნული მამაკაცი შორეული ნათესავია. მომიყვამ, რომ აღნიშნული მამაკაცი მასზე სარდაფში ძალადობს.. “მეფერება, მკოცნის, მაიძულებს რომ შევეხო..” 12 წლის გოგონამ ისიც მითხრა რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მათი სახლის გასაღები ჩაიგდო ხელში მოძალადემ.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *