Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

9 ტყუილი ალექსანდრას გამზირის ლტოლვილთა საცხოვრებლების განახლების პროექტთან დაკავშირებით 

9 ტყუილი ალექსანდრას გამზირის ლტოლვილთა საცხოვრებლების განახლების პროექტთან დაკავშირებით 

ატიკის გუბერნატორმა, ნიკოს ხარდალიასმა 5,5-წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პასუხობს გავრცელებულ ჭორებს ალექსანდრას გამზირზე მდებარე ისტორიული ლტოლვილთა საცხოვრებლების (Προσφυγικά) აღდგენის პროექტის შესახებ.

მისი განცხადებით, პროექტის მიზანია შენობების შენარჩუნება და სოციალური დანიშნულების გაძლიერება და არა მათი დანგრევა ან კომერციული გამოყენება.

  • შენობები არ დაინგრევა – აღდგება მათი ისტორიული და არქიტექტურული სახე.
  • არ მოხდება კომერციალიზაცია – სივრცე არ გადაეცემა კერძო ინტერესებს.
  • შეიქმნება სოციალური ბინები – დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, ახალგაზრდებისთვის, უმუშევრებისთვის და პენსიონერებისთვის.
  • გაიხსნება საცხოვრებელი ცენტრი – ონკოლოგიური საავადმყოფოს, წმინდა საბას ჰოსპიტალის, პაციენტების თანმხლები პირებისთვის.
  • ამჟამინდელი მცხოვრებლები დახმარების გარეშე არ დარჩებიან – მათთვის ახალი საცხოვრებლის მოძიება შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით იგეგმება.
  • სოციალურ ბინებზე წვდომა ექნებათ მათაც, ვინც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს აღდგენის დასრულების შემდეგ.
  • რეგიონი უარყოფს ბრალდებებს, რომ პროექტი მზადდებოდა დიალოგის გარეშე, და აცხადებს, რომ დაიწყება ღია კონსულტაციები მოქალაქეებთან და ორგანიზაციებთან.

22 ივნისიდან ამოქმედდა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, სადაც ლტოლვილთა საცხოვრებლებში მცხოვრებ პირებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ საკუთარი მონაცემები, მოთხოვნები და წინადადებები. პლატფორმა ღია იქნება 19 ივლისამდე.

ატიკის რეგიონის განცხადებით, პროექტის მთავარი პრინციპებია: არანაირი დანგრევა, არანაირი კომერციალიზაცია, არანაირი მიტოვება და მხარდაჭერა ყველა მცხოვრებისთვის, ხოლო მიზანია ისტორიული კომპლექსის გადაქცევა მეხსიერების, ღირსებისა და სოციალური სოლიდარობის სივრცედ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *