Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

დროის ცვლილება: როდის ვაბრუნებთ საათებს ერთი საათის უკან?

კვირას, 29 ოქტომბერს, საათის ისრები ერთი საათით უკან ბრუნდება და ზამთრის დროზე გადავდივართ. ასე რომ, დილის 04:00 საათიდან საათებს ერთი საათით უკან ვაბრუნებთ..

ტრანსპორტის სამინისტრო აცხადებს: „კვირას იწურება ზაფხულის დროის ვადა, რომელიც ვრცელდება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დირექტივის შესაბამისად, 2001 წლის 19 იანვრის, ზაფხულის დროის დებულებების შესახებ, ამიტომ საათის ისრები უნდა გადაიტანოთ ერთი საათით უკან.

თუმცა, ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა როდესაც დროში ცვლილება განხორციელდება. მარტში ისევ გადავალთ ზაფხულის  დროზე, რადგან დროის სეზონური ცვლილების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება „გაყინულია“.

2019 წლის მარტში ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა სეზონური დროის ცვლილების შეწყვეტას, რაც წევრ ქვეყნებს 2021 წლის მარტიდან აძლევდა უფლებას აერჩიათ ოფიციალური დრო.

თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ და დაწესებულმა საგანგებო პირობებმა არსებითად „გაყინა“ ეს საკითხი და დროის ჰორიზონტი, რომელშიც ეს გადაწყვეტილება განხორციელდება, დღემდე არ დაზუსტებულა.

შესაბამისად, ეს შემოდგომა წინა წლებთან შედარებით არაფერს შეცვლის და ქვეყანა ჩვეულებრივ ზამთრის დროზე გადავა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *