ათენის აეროპორტში იტალიური ნეოფაშისტური ორგანიზაციის 21 წევრი დააკავეს
საბერძნეთის უშიშროების სამსახურმა დღეს აეროპორტში დააკავა 21 ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ იტალიის ნეოფაშისტური მოძრაობის და ყოფილი პოლიტიკური პარტიის “Casa pound”-ის წევრები არიან და საბერძნეთში “ოქროს გარიჟრაჟის” ორი წევრის მკვლელობის 10 წლისთავთან დაკავშირებით ულტრამემარჯვენეთა შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებულთა შორის არის ორგანიზაციის პრეზიდენტიც.
იტალიის ფაშისტური ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ მათი დაკავება ხელს ვერ შეუშლის ულტრამემარჯვენეების დღევანდელი შეკრების ჩატარებას ნეო ირაკლიოში, “ოქროს გარიჟრაჟის” წევრების მკვლელობის ადგილზე.
ამავე ინფორმაციით, თესალონიკში პოლიციამ კიდევ ცხრა ადამიანი დააკავა, როცა ისინი იმავე მიზეზით ათენში ჩასვლას ცდილობდნენ.
ულტრამემარჯვენე ექსტრემისტების 13 წევრის მონაცემები, რომლებიც აქტიურობდნენ იტალიის გარკვეულ ფაშისტურ ორგანიზაციებთან, ორი დღის წინ მივიდა კონტრტერორისტულ ოფისებში და მოახდინა ოფიცრების მობილიზება, რადგან იტალიის უშიშროებამ აცნობა ბერძნებს, რომ ეს ადამიანები საბერძნეთში აპირებდნენ გამგზავრებას, დღევანდელ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.
გახორციელებული ფრენების კონტროლის შედეგად დაკავებულ 13 ადამიანთან ერთად უშიშროების სამსახურმა დაადგინა, რომ კიდევ ცხრა იტალიელი მგზავრობდა, მთლიანობაში დაკავებულია 21 ადამიანი, რომლებიც ამ კონკრეტული მიზნით საბერძნეთში ჩადიოდნენ. თითოეულ მათგანს ბარგის სახით ხელთ ჰქონდა მხოლოდ ერთი ჩემოდანი და იტალიაში 2 ნოემბერს დასაბრუნებელი ბილეთები.
ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა განყოფილებაში ხვალამდე, ხუთშაბათამდე დარჩებიან, საიდანაც აეროპორტში გადაიყვანენ სამშობლოში დასაბრუნებლად.
