Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კორფუ: პაციენტს ქირურგიული ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის გარეშე გაუკეთეს

კორფუს გენერალური საავადმყოფოს წინააღმდეგ ერთ-ერთი პაციენტის ახლობლებმა სერიოზული საჩივარი შეიტანეს, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, რომ ავადმყოფს ქირურგიული ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის გარეშე, მხოლოდ ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ გაუკეთეს.

ინციდენტი ხერხემლის თიაქრის ოპერაციის დროს მოხდა.

პაციენტის დის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, ავადმყოფს ოპერაცია მხოლოდ ადგილობრივი გაუტკივარებით ჩაუტარდა იმის გამო, რომ ზოგადი ანესთეზიისთვის საჭირო აპარატი არ მუშაობდა.

როგორც მომჩივანი აცხადებს, ის ფაქტი, რომ მისი და ცოცხალია ღმერთის, წმინდანების და მისი დის ძლიერი ხასიათის დამსახურებაა.

კორფუს ჰოსპიტალის წყაროების ცნობით, მომხდარი ინციდენტი დასტურდება, ხოლო საქმეს კორფუს საავადმყოფოს ადმინისტრაცია იკვლევს და დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს დროში გავრცელდება.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *