ვოლოსი: ბავშვთა პორნოგრაფიის ბრალდებით 43 წლის მამაკაცი დააკავეს
ვოლოსში ბავშვთა პორნოგრაფიის და პორნოგრაფიული მასალის ფლობა გავრცელების ბრალდებით 43 წლის მამაკაცი დააკავეს.
ელექტრონული დანაშაულის განყოფილების პოლიციის თანამშრომლებმა დამნაშავის საცხოვრებელ სახლში და ასევე დაწესებულებაში, სადაც ის მუშაობს ჩატარებული ჩხრეკისას მის კომპიუტერსა და მობილურ ტელეფონში ათობით ბავშვის პორნოგრაფიული ფოტო აღმოაჩინეს.
ფოტოებს დამნაშავე გარკვეული თანხის სანაცვლოდ ავრცელებდა მესამე პირებზე ინტერნეტის საშუალებით. ფოტოებზე წარმოდგენილი იყო ათზე მეტი ბავშვი, ძირითადად 13 წლამდე ასაკის პატარა გოგონები.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
Facebook Comments Box
