Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

პენტაგონმა უცხოპლანეტელების შესახებ ინფორმაციის მისაღებად პორტალი გახსნა

ამ კვირაში პენტაგონმა გახსნა უსაფრთხო პორტალი აშშ-ს სამხედრო პერსონალისგან უცხოპლანეტელების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

პორტალი საშუალებას აძლევს ამჟამინდელ ან ყოფილ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს, თანამშრომლებს, კონტრაქტორებს ან სამსახურის წევრებს, გადასცენ აშშ-ს მთავრობას ხელთ არსებული პირდაპირი ინფორმაცია  დაუდგენელი ანომალიური ფენომენების ან ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ.

ოფიციალური პირების თქმით, საზოგადოებისთვის მოხსენებების წარდგენის დრო  მალე მოვა. ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ მთავრობა ნელ-ნელა უახლოვდება დაპირების შესრულებას, რომლის მიხედვითაც მზად არის საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, რაც მან იცის ან არ იცის, დაწყებული ცაში უცნაური ციმციმებიდან, დამთავრებული არამიწიერი სიცოცხლის ფორმების არსებობის შესაძლებლობით და უჩვეულო მფრინავი ხომალდების ხილვით. აღსანიშნავია, რომ ამოუცნობი ფაქტების და მოვლენების შესახებ ბოლო წლებში აშშ აქტიურად  აზიარებდა ანგარიშებს. ზოგიერთი ამ ფაქტის შესახებ ჯერ კიდევ არ არსებობს მკაფიო ახსნა.

ბოლო რვა თვის განმავლობაში აშშ-ის მთავრობას წარედგინა 270-ზე მეტი მოხსენება ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ- განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტმა ოქტომბრის კონგრესის მოხსენებაში.

პორტალის გაშვება მოჰყვა გასულ თვეში პენტაგონის ყოფილი მეკავშირის მარკ მაკინერნის დანიშვნას NASA-ს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კვლევის პირველ დირექტორად და კოსმოსური სააგენტოს დაპირებას, რომ გამოიყენებს ცის დამკვირვებელთა მსოფლიო არმიას, რათა გააუმჯობესოს მისი დაკვირვებები და ანალიზი ამოუცნობი მოვლენების შესახებ.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *