Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

ავსტრალია: სოკოთი მოწამვლაში ბრალდებულმა ქმრის მოკვლა კვლავ სცადა

ავსტრალიელმა ქალმა, რომელიც ბრალდებულია სოკოთი მოწამვლის შედეგად სამი ადამიანის მკვლელობაში, ყოფილი ქმრის მოკვლა ოთხჯერ სცადა, ნათქვამია სასამართლო დოკუმენტაციაში.

49 წლის ერინ პატერსონს ბრალი წაუყენეს ხუთშაბათს სამი მკვლელობისა და ხუთი მკვლელობის მცდელობისთვის.

საუბარია ოჯახურ ვახშამზე  სოკოთი მომზდებული კერძით, რომლითაც მან უმასპინძლა სტუმრებს ივლისში, საკუთარ სახლში ქალაქ ლეონგატაში, ვიქტორიას შტატში.

ის კვლავ ამტკიცებს თავის უდანაშაულობას, თუმცა პოლიცია ამტკიცებს, რომ პატერსონმა 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის სექტემბრამდე სამჯერ სცადა მისი ყოფილი ქმრის, საიმონ პატერსონის მოკვლა.

მეოთხე მცდელობა იყო ის დღე, როდესაც ის ვახშმით გაუმასპინძლდა ყოფილი ქმრის  ახლობლებს, მათ შორის მის მშობლებს. თავად საიმონ პატერსონი ვახშამს არ დაესწრო.

ბრალდებული ამტკიცებდა, რომ მან კერძი მოამზადა  სუპერმარკეტში ნაყიდი სოკოთი, რომელშიც შეურია რამდენიმე თვის წინ აზიურ სასურსათო მაღაზიაში ნაყიდი ხმელი სოკოები. პოლიცია თვლის, ქალი სტუმრებს მომწამვლელი სოკოთი გაუმასპინძლდა.

ერინ პატერსონის ყველა სტუმარი კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. რამდენიმე დღეში საიმონის მშობლები და დეიდა გარდაიცვალნენ, ბიძამ კი გამოჯანმრთელება მოახერხა.

ბრალდებული ამბობს, რომ განგებ არ აპირებდა სტუმრების მოწამვლას, ყველაფერი უბედური შემთხვევით იყო გამოწვეული და ვახშმის შემდეგ თვითონაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ღვიძლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად წამლები მისცეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *