ექსარხია: დაძაბულობა სკვერში-მოსახლეობა მეტროს სამუშაოებს აპროტესტებს
დღეს დილიდან ექსარხიის მოედანზე დაძაბულობა სუფევდა, მეტროს სამშენებლო სამუშაოების გასაგრძელებლად ინფრასრუქტურის სამინისტრომ სკვერში ხეების მოჭრის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა, სკვერში შეკრებილები სამუშაოების შეწყვეტას მოითხოვდნენ, ხოლო ტერიტორიაზე პოლიციის გაძლიერებული ჯგუფები იყო მობილიზებული.
ექსარხიის მოედანზე სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება, თუმცა ამ დრომდე არანაირი ინციდენტი არ დაფიქსირებულა.
Facebook Comments Box



