Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ასპროპირგოსი: “8 წლის გოგონას მაისური აუწია და მოსწავლეს თავში დაარტყა”-პრეტენზიების ზღვა ტანმოვარჯიშის წინააღმდეგ

ასპროპირგოსის დაწყებითი სკოლის ფიზიკური აღზრდის ხელმძღვანელ-მასწავლებლის 30 წლის თანაშემწეს ბრალად ედება ბოლო თვეების განმავლობაში ათეულობით ბავშვზე ფიზიკური ძალადობა. საჩვარში აღნიშნულია, რომ ვარჯიშის პროცესში სწავლების საბაბით, ის უახლოვდებოდა მოსწავლეებს და  სხეულის სხვადასხვა ნაწილზე და ზოგ შემთხვევაში თავში ურტყავდა მათ.

ყველაფერი გუშინ, დილის 10:00 საათზე დაიწყო, როდესაც მოსწავლეთა მშობლებმა პოლიციას აცნობეს, რომ ტანმოვარჯიშე ხშირად ძალადობს მოსწავლეებზე ფიზიკური ვარჯიშის დროს. პოლიციაში 9 მშობელი გამოიძახეს და ჩვენება მისცეს, რომლის მიხედვითაც, მათმა შვილებმა აღწერეს, თუ რა განიცადეს სკოლაში.

მომხდარი შოკისმომგვრელი ინციდენტი უსაფრთხოების ანალიტიკოსებმა განსაკუთრებით მძიმედ შეაფასეს. 30 წლის ტანმოვარჯიშე, რომელიც დააკავეს და დღეს, სამშაბათს ახსნა-განმარტებისთვის გამომძიებლის წინაშე წარსდგება, ამტკიცებს, რომ საჩივრები უსაფუძვლოა და საპასუხოდ წარადგინა სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც მას აქვს ინვალიდობის მაჩვენებელი 67%, ასპერგერის აშლილობის შედეგი, რომლითაც ის იტანჯება. მან პოლიციას განუცხადა, რომ ბოდიშს მოიხდიდა საჩივრის არსის გამო.

ასევე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც 11 წლის ბიჭმა დედას უთხრა, რომ 10 დღის წინ მასწავლებელმა დაფაზე ბავშვისთვის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები დაწერა.

ფაქტიურად, ახალი საჩივრის თანახმად, გუშინ, როცა მშობლები სკოლის გარეთ შეიკრიბნენ, მოსწავლეებმა განაცხადეს, რომ ერთი კვირის წინ 30 წლის ტანმოვარჯიშემ მოსწავლე მიწაზე დააგდო, ფეხით დააბიჯა და დაარტყა და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია მოსწავლეების მიერ მის წინაამდეგ გაკეთებული საჩივრებიდან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *