Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კუნძულ ჰიდრაზე 55 წლის მამაკაცმა რესტორნის ვერანდიდან კატა გადააგდო

პროკურატურას წარუდგენენ  55 წლის მამაკაცს, რომელმაც კუნძულ ჰიდრაზე, ერთ- ერთი რესტორნის ვერანდიდან  კატა გადააგდო, რადგან ცხოველი მის მაგიდაზე ავიდა.

მამაკაცი ჰიდრას პოლიციის თანამშრომლების წინაშე ცდილობდა გაემართლებინა თავისი ამაზრზენი საქციელი და თქვა, რომ არ აპირებდა უბედური ოთხფეხისთვის ზიანი მიეყენებინა, მან უბრალოდ უბიძგა, რომ მაგიდიდან ჩასულიყო, რის შემდეგაც კატამ წონასწორობა დაკარგა და რვა მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

თუმცა, თვითმხილველებმა, რამდენიმე  ტურისტმა ათენიდან, რომლებმაც იმ დროს შემთხვევით  გაიარეს დაინახეს, რომ კატა მათ ფეხებთან დაეცა და ტროტუარი სისხლით დაიფარა.

ისინი პოლიციის განყოფილებაში წავიდნენ მომხდარის შესატყობინებლად.

ჩვენებაში მათ  თქვეს, რომ მამაკაცმა არა მხოლოდ აღიარა, რომ მან უბიძგა  კატას არამედ დაუპირისპირდა თვითმხილველებს და  განსაკუთრებით ირონიულიად და პროვოკაციულად იქცეოდა.

თანმხლები ქალი,  რომელიც 55  წლის მამაკაცთან ერთად  მაგიდასთან იჯდა, ამტკიცებდა, რომ  მას შინაური ცხოველისთვის ზიანის მიყენების განზრახვა არ ჰქონდა, უბრალოდ  არასწორად მოახდინა რეაქცია, რადგან მის მეუღლეს კატების ფობია აქვს.

პოლიციამ დამნაშავე დააკავა და მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

აღნიშნულია, რომ კატა არ იყო  უპატრონო, ის აღნიშნული რესტორნის მფლობელს ეკუთვნოდა.

რესტორანში,  სადაც ინციდენტი მოხდა, არის კამერები, რომლებმაც შესაძლოა დააფიქსირეს ცხოველზე ძალადობის ფაქტი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *