Latest news
საბერძნეთი: ელ.სკუტერებით არასრულწლოვნების გადაადგილება კანონით იკრძალება ილია: ნეპალელი მიწათმოქმედი ლეპტოსპიროზით გარდაიცვალა რით ამაყობენ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების მოქალაქეები დედის დღე საბერძნეთში კრუიზი MV Hondius: არსებობს თუ არა ჰანტავირუსის პანდემიად გადაქცევის საფრთხე საბერძნეთი: კვირიდან ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს კეფალონია: დააკავეს მძღოლი, რომელიც 4 წლის ბავშვს დაეჯახა Ryanair-ი განცხადებას მაკედონიის აეროპორტში ბაზის გაუქმებასთან დაკავშირებით 8 მაისს გააკეთებს მტვერი, ტალახიანი წვიმა და მაღალი ტემპერატურა - ამინდის პროგნოზი საბერძნეთში მომავლის მაღალანაზღაურებადი პროფესიები
პარასკევი, მაისი 8, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ცვლილება საგზაო მოძრაობაში შაბათ-კვირას მარათონული რბოლების გამო

შაბათ-კვირას, 11 და 12 ნოემბერს, მართონული რბოლების გამო ტრანსპორტის გადაადგილების მხრივ ცვლილებები და გარკვეული შეზღუდვები განხორციელდება.

კერძოდ, შაბათს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე 10 კმ მანძილზე ზედიზედ ორი რბოლა გაიმართება ვასილისის ამალიას გამზირიდან პანათინაიკოსის სტადიონამდე.

კვირას ჩატარდება ათენის 40-ე ავთენტური მარათონი 09:00 საათიდან 17:45 საათამდე.

იმავე დღეს გაიმართება 5კმ მანძილზე რბოლა ვასილისის ამალიას გამზირიდან პანათინაიკოსის სტადიონამდე.

შეჯიბრებების გამო პარასკევიდან (10/11) კვირამდე (12/11) მოძრაობის დროებითი ეტაპობრივი რეგულაციები განხორციელდება მარათონას, რაფინა-პიკერმიოს, პალინი-გერაკას, პაიანა-გლიკონერის მუნიციპალიტეტების, ასევე აგია პარასკევის, პაპაღუ-ხალანდრის, ხალანდრის, ფილოთეი-ფსიხიკოს და ათინიონის მონაკვეთებზე.

მარათონის მიმდინარეობის დროს სამარშრუტო ქუჩებზე გადაადგილება ან ქუჩის გადაკვეთა დაუშვებელია ფეხით მოსიარულეებისთვის, ველოსიპედებისთვის, ელექტროსკუტერებისთვის, სკეიტბორდებისთვის და მსუბუქი ავტომობილებისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *