Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოებაჯანმრთელობა

საბერძნეთი ფრინველის გრიპის გავრცელების საფრთხის წინაშე დგას-დაავადებამ უკვე ბალკანეთამდე მოაღწია

საბერძნეთში ფრინველის გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით შეშფოთებამ კვლავ იფეთქა, რადგან დაავადების კერები უკვე გაჩნდა ბალკანეთში. კერძოდ, ფრინველის გრიპის შემთხვევები დაფიქსირდა ბულგარეთში, რუმინეთში, სერბეთსა და სლოვენიაში.

როგორც აღინიშნა, შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა გარეულ ფრინველებში რომლებიც მინდორში გვხვდება მკვდარ ან მომაკვდავ მდგომარეობაში. ხოლო გარეულ ფრინველთა პოპულაციაში ვირუსის გაზრდილი ცირკულაციის შედეგად, მეფრინველეობის ფერმებში ვირუსის გავრცელების რიცხვი იზრდება.

ფრინველის გრიპი ინფექციური ვირუსული დაავადებაა. გარეული ფრინველების გადამფრენი სახეობების მოსალოდნელი გადაადგილების შედეგად განსაკუთრებით მაღალია ფრინველის გრიპის ხელახალი გაჩენის რისკი საბერძნეთში. (პერიოდი ნოემბრიდან მაისამდე). ამ კონტექსტში მეფრინველეებმა და შინაური ფრინველის მფლობელებმა უნდა მიიღონ ბიოუსაფრთხოების ზომები, ხოლო ფრინველის ავადობის ან სიკვდილიანობის გაზრდის შემთხვევაში მათი მფლობელები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ვეტერინარულ ორგანოებს, რათა მოხდეს საჭირო სინჯების აღება-ნათქვამია ვეტერინარული სამსახურის განცხადებაში.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტოებმა და კერძო პირებმა, რომლებიც უშუალო და ხშირი კონტაქტში არიან გარეულ ფრინველებთან (მეტყევეები, მონადირეები, მეცხოველეები, ორნიტოლოგიური ორგანიზაციები, მოვლის ცენტრები, მართვის სააგენტოები და ა.შ.) უნდა აცნობონ შესაბამის ვეტერინარულ ორგანოებს.

გარეულ ფრინველებთან მუშაობისას (შეგროვება, ტრანსპორტირება, სინჯის აღება) უნდა იქნას მიღებული პირადი უსაფრთხოების აუცილებელი ზომები (ერთჯერადი ხელთათმანები, დასუფთავება და ხელის დეზინფექცია)და ბოლოს, რეკომენდირებულია, რომ პროფესიონალებმა, რომლებიც არიან მაღალი რისკის ჯგუფებს შორის (როგორიცაა ვეტერინარები, მეფრინველეობის ფერმერები და ზოგადად ადამიანები, რომლებიც სისტემატურ კონტაქტში არიან ფრინველებთან ან ღორებთან) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაიკეთონ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *