Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ევიაში ეკლესიის მახლობლად გათხრების დროს ადამიანთა ჩონჩხები აღმოაჩინეს

ევიაში ურბანული საკანალიზაციო ქსელების დასამონტაჟებლად მიმდინარე გათხრითი სამუშაოების შესრულების დროს ადამიანთა ჩონჩხები აღმოაჩინეს.

გავრცელებული ცნობით, ჩონჩხები ისტიის ღვთისმშობლის ტაძართან მიმდინარე გათხრების დროს გამოჩნდა. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული ვის ეკუთვნის ჩონჩხები და ზოგადად არის თუ არა ეს არქეოლოგიური აღმოჩენა.

ნიადაგში ჩონჩხების მდებარეობის სიღრმიდან გამომდინარე ყველაზე სავარაუდოა, რომ ისინი დაკავშირებულია ოსმალეთის პერიოდთან და მიეკუთვნებიან ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ 1821 წლის რევოლუციამდე.

ამავდროულად არ არსებობს საფუძველი ვარაუდის, რომ ისინი დაკავშირებულია რაიმე სამარხთან, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული მონაცემებით ამ ტერიტორიაზე ოსმალთა სასაფლაო ყოფილა. ყოველ შემთხვევაში გზა, რომელზეც სამუშაოები მიმდინარეობს, მინიმუმ 200 წლისაა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *