Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

უამინდობამ დღეს ათენის ქუჩებში ქაოსი შექმნა, პროგნოზი მომდევნო ორი დღისთვის

დღეს, შუადღის შემდეგ განვითარებულმა ძლიერმა  წვიმამ და შტორმმა მძიმედ დააზარალა ატიკის ჩრდილოეთი უბნები.

პარალელურად, ათენის ქუჩებში ქაოსი შეიქმნა მათთვის, ვინც წვიმის დროს ავტომანქანებით გადაადგილდებიდა, რადგან ისინი ქალაქის მთავარ ქუჩებზე „ჩარჩნენ“.

უამინდობის გამო ყველა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება გართულდა და დედაქალაქში შუადღის შემდეგ კილომეტრიანი საცობები შეიქმნა.

ყველაზე დიდი პრობლემა დაფიქსირდა ათენის ცენტრში, ისევე როგორც კიფისოში, სადაც მანქანები თითქმის უმოძრაოდ დარჩნენ.

კონკრეტულად კიფისოში, მანქანების მოძრაობა თითქმის შეჩერებული იყო ათენის გამზირიდან კალიფტაკის გზაჯვარედინამდე  და კალიფტაკის გზაჯვარედინიდან ათენის გამზირამდე ქვემოთ.

პარალიზებული იყო ატიკის გზატკეცილი, პარალიაკი და ზოგადად ათენის ძირითადი  გამზირები- კიფისია, მესოგეონი და თებე.

ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაახლა ამინდის საგანგებო პროგნოზი მომდევნო დღეებში ფენომენის განვითარების შესახებ, რომელიც კვირამდე გაგრძელდება.

უამინდობა თანდათან მოიცავს ქვეყნის უმეტეს რაიონებს, თუმცა ძირითადად გავლენას მოახდენს ატიკაზე, პელოპონესზე, ევიაზე, დოდეკანისზე, იონიის კუნძულებზე და გაგრძელდება შაბათსაც.

მომდევნო რამდენიმე საათიდან ძლიერ წვიმას და შტორმს შეიძლება თან ახლდეს სეტყვა და ელვის სიხშირე იონიის კუნძულებზე, დასავლეთ პელოპონესზე და თანდათანობით ქვეყნის დანარჩენ დასავლეთ ნაწილში. უამინდობა თანდათან გადაინაცვლებს ცენტრალურ და სამხრეთ მატერიკზე, ასევე აღმოსავლეთ ეგეოსის მიმართულებით, ხოლო ზღვებზე ძლიერი ქარი იქნება.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *