Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

პოლიციამ დააკავა 70 წლის ქალი, რომელიც საეჭვო ხარისხის ზეითუნის ზეთის რეალიზაციას ახდენდა საკმაოდ მაღალ ფასად

ზეითუნის ზეთით არალეგალური ვაჭრობის აღკვეთისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ედესის უსაფრთხოების დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლებმა საეჭვო ხარისხის ზეთის დიდი რაოდენობის კონფისკაცია მოახდინეს.

კერძოდ, გუშინ დილით, პელასში დააკავეს ადგილობრივი მაცხოვრებელი ქალი, რომელიც გარე ვაჭრობით იყო დაკავებული და გასაყიდად ჰქონდა 31 პლასტმასის ბოთლი საეჭვო ხარისხისა და წარმოშობის ზეითუნის ზეთი, თითო 5 ლიტრი ტევადობით, რომელსაც უმაღლესი ხარისხის პროდუქტად ასაღებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 70 წლის ქალია, რომელიც ედესის ქუჩაზე გარე ვაჭრობით იყო დაკავებული და ხუთ ლიტრ ზეთს ოც ევროდ ყიდდა.

სოფელში, მის საცხოვრებელ სახლში შემდგომი ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 668 ცალი იდენტური, 5 ლიტრიანი ბოთლი საკმაოდ დაბალი ხარისხის პროდუქტის შიგთავსით, წარწერით “უმაღლესი ხარისხის ზეთი”, თუმცა ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები ქალს არ გააჩნდა.

ამოღებულია სულ 699 ბოთლი, 3495 ლიტრი ზეთის შემცველობით, რომლის ნიმუშიც ლაბორატორიულ ექსპერტიზაზე გადაეგზავნა შესაბამის ქიმიურ სამსახურს. ჩამორთმეული იქნა ასევე ავტომობილი, რომელსაც ის იყენებდა.

დაკავებული ქალბატონი მის წინააღმდეგ აღძრული საქმით ედესის პირველ ინსტანციის პროკურატურაში გადაიყვანეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *