საგანგებო მდგომარეობა ისლანდიაში-ათასობით მიწისძვრა და ვულკანის ამოფრქვევის შიში
ისლანდიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მიწისძვრების სერიამ ვულკანის ამოფრქვევის საშიშროება გამოიწვია.
სიფრთხილის მიზნით ხელისუფლებამ სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ გრინდავიკის 4000 მაცხოვრებლის ევაკუაციის ბრძანება გასცა. ხმელეთის ფართო არეალში დიდი ნაპრალები გაიხსნა, რაც კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ ვულკანური მოვლენა გარდაუვალია.
ვიდეო:
Facebook Comments Box
