Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთის მთავარი ოპოზიციური პარტია “სირიზა” დაშლის საფრთხის წინაშე დგას

საბერძნეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, SYRIZA-ს ცნობილმა წევრებმა პარასკევს განაცხადეს, რომ ტოვებენ პარტიას მისი ახალი ლიდერის, სტეფანოს კასელაკისის მიერ მემარჯვენე პოზიციების დაკავების  გამო.

პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნიკოს ვუცისმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ წერილში შეშფოთება გამოხატა პარტიის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.

„მიმაჩნია, რომ იმის ნაცვლად, რომ გაიაროს აუცილებელი რესტრუქტურიზაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს მთელი მისი ძალების კოლექტიურ ძალისხმევას, სამწუხაროდ, ჩვენი პარტია აღმოჩნდა მდგომარეობაში, რომელიც გამოუსწორებელ პოლიტიკურ ზიანს მოუტანს მას.

მან ახალი ხელმძღვანელობა დაადანაშაულა SYRIZA-ს ძირითადი მემარცხენე პრინციპებისგან დაშორებაში.

„ახალი პრეზიდენტისა და მის ირგვლივ ახლად ჩამოყალიბებული ხელმძღვანელობის ექსკლუზიური პასუხისმგებლობით, პარტია იკავებს მიმართულებას, რომელიც ცალსახად შორდება მემარცხენე იდეებს და მოსალოდნელია, რომ თანდათან იბრძოლოს პოლიტიკურ ცენტრში ადგილისთვის“, – თქვა მან.

მას შემდეგ, რაც კასელაკისი ლიდერად აირჩიეს, პარტია შიდა დაპირისპირებებით და დაძაბულობით იყო გაჟღენთილი. პარასკევს პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა სირიზას ყოფილმა მდივანმა პანოს სკურლეტისმა და გააკრიტიკა ახლად არჩეული ლიდერი სტეფანოს კასელაკისი SYRIZA-ს მემარცხენე ფესვებისგან დისტანცირების გამო. სკურლეტისმა ასევე დაადანაშაულა SYRIZA-ს ახალი ლიდერი პარტიის დაშლის ორკესტრირებულ ძალისხმევაში.

”ამჟამად SYRIZA-ში დომინანტური ძალები ახორციელებენ დაყოფისა და რღვევის გეგმას, რომელსაც ხელმძღვანელობს სტეფანოს კასელაკისი, ახალბედა, რომელსაც არ აქვს კავშირი მემარცხენეებთან და საერთოდ პოლიტიკასთან. აშკარაა, რომ ეს არის გეგმა პარტიის მემარცხენე ფესვებისგან მოწყვეტის, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს საბერძნეთში განახლებული, რადიკალური მემარცხენეობის დასასრულამდე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ“, – თქვა მან.

ასევე კვირის დასაწყისში SYRIZA-ს ყოფილმა მინისტრმა გიორგო სთატაკისმა კასელაკისი და მისი მრჩევლების ახლო წრე “ანტიმემარცხენე ისტერიაში” დაადანაშაულა.

მან დაახასიათა ახალი ლიდერი როგორც „აპოლიტიკური, თხევადი ფიგურა… რომელსაც არაფერი აქვს საერთო პარტიასთან გარდა ბუნდოვანი წარმოდგენებისა ქვეყნის ისტორიაზე, პოლიტიკაზე, ევროპის პოლიტიკურ იდეოლოგიებზე, ახალი დემოკრატიის პოზიციებზე, გეოპოლიტიკაზე და ა.შ.

სტათაკისი ასევე ამტკიცებდა, რომ „კასელაკისი ყიდულობს ტრამპის ფანტაზიას მასებთან პირდაპირი კავშირის დამყარების შესახებ, სადაც ის აცხადებს: „მე პირდაპირ ვუკავშირდები საზოგადოებას და არ მჭირდება პარტია“.

SYRIZA სიდიდით მეორე პარტიაა საბერძნეთის პარლამენტში. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ალექსის ციპრასი იყო საბერძნეთის პრემიერ მინისტრი 2015 წლის 26 იანვრიდან 2015 წლის 20 აგვისტომდე და 2015 წლის 21 სექტემბრიდან 2019 წლის 8 ივლისამდე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *