Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

4,5 ბალი სიმძლავრის მიწისძვრა ატიკის რეგიონში

4,5 მაგნიტუდის სიმძლავრით მიწისძვრა დღეს(22/4) დილით ატიკის რეგიონში დაფიქსირდა.

ეპიცენტრი ევიაში ზარაკესიდან 6 კილომეტრში იყო.

ამ დროისათვის ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

” ყველა გამოვედით სახლებიდან,  ნივთები ძირს ცვიოდა, სოფელში დღეს ბაზრობა იყო და  შეშინებული ხალხი პანიკამ მოიცვა, ყველას ეშინია უფრო დიდი მიწისძვრის”- ამბობს  ადგილობრივი მაცხოვრებელი ევიადან.

მიწისძვრა იგრძნობოდა ათენის რაიონებში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ გარეუბნებში.

სეისმოლოგების განმარტებით უფრო ძლიერ  მიწისძვრა მოსალოდნელი არ არის.

” მსგავსი სიდიდის მიწისძვრები უკვე შეინიშნება 2022 წლის ნოემბრის ბოლოდან.

ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ფენომენის ევოლუციას, მაგრამ არ მგონია, რომ გაცილებით დიდი მიწისძვრა იყოს მოსალოდნელი”- აცხადებს  სეისმოლოგი გერასიმოს პაპადოპულოსი.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *