Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიკრიმინალისამართალი

თესალონიკი: სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 4 ბრიტანელს 300 კგ კოკაინის რეალიზაციისთვის

სამუდამო პატიმრობა მიესაჯა და თითოეულს დამატებით 500 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა 2022 წლის ივნისში დაკავებულ ოთხ ბრიტანელს, 300 კილოგრამი კოკაინის შენახვა რეალიზაციისთვის, რომელიც საბერძნეთის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურმა ამერიკელ კოლეგებთან ერთობლივი  თანამშრომლობის შედეგად ამოიღო.

თესალონიკის სისხლის სამართლის სააპელაციო სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობის, ასევე ნარკოტიკების შენახვისა და რეალიზაციის საქმეში.

იმავე სასამართლომ გაამართლა მე-5 ბრალდებული, ასევე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც ჰოლანდიაში ძიების ევროპული ორდერის საფუძველზე იყო დაკავებული. ის თავიდან ამსტერდამის ციხეში იმყოფებოდა, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს. ჰოლანდიის სასამართლო არ დათანხმდა საბერძნეთის მოთხოვნას მისი ექსტრადირების შესახებ.

საქმის მასალების მიხედვით, უკანონო ტვირთი თესალონიკის პორტის გავლით ჩატვირთული  იყო კონტეინერში, რომლითაც  ლეგალური ტვირთი, ბანანი შემოჰქონდათ კოლუმბიიდან. ბრიტანელებმა თავიანთი „შტაბი“ მოაწყვეს ნაქირავებ ძვირადღირებულ სახლში კატო სკოლარიში, სალონიკში, საიდანაც ისინი აპირებდნენ კოკაინის ტრანსპორტირებას ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში, ასევე ავსტრალიაში.

პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულებრივი წრე დაკავშირებული იყო კოკაინის კიდევ ერთ დიდ ტვირთთან (654 კგ), რომელიც ამოიღეს რუტინული შემოწმების დროს იტალიაში, კალაბრიის პორტში და განსაზღვრული იყო სალონიკში გადასატანად.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *