Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პატრა: დელივერის მძღოლებმა იპოვეს მანქანა, რომელმაც მათი კოლეგა გაიტანა და უგონო მდგომარეობაში მიატოვა

სურსათის დისტრიბუტორების (დელივერი) მიერ გამოვლენილმა კოლეგიალურმა სოლიდარობამ შესაძლებელი გახადა დაეკავებინათ მძღოლი, რომელიც გასულ კვირას, შუაღამისას მათ ერთ-ერთ კოლეგას დაეჯახა და უგონო მდგომარეობაში მყოფი დახმარების გარეშე იქვე მიატოვა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ავტომანქანის მძღოლმა დაარღვია სავალი ნაწილის გამყოფი ხაზი და დიდი სიჩქარით დაეჯახა 60 წლის დისტრიბუტორს, რომელმაც ასფალტზე დავარდნისას მკლავისა და ფეხის არეში დაზიანება მიიღო, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ გაეჩერებინა მანქანა და დახმარება გამოეძახა, შემთხვევის ადგილიდან სასწრაფოდ გაუჩინარდა.

დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მან საგზაო პოლიციის თანამშრომლებს და თავის კოლეგებს აცნობა მანქანის ფერი და მარკა, რომელმაც მას გადაუარა.

დისტრიბუტორებმა სასწრაფოდ დაიწყეს ძებნა და მოახერხეს ზავლანის მიდამოში გაჩერებული მანქანის პოვნა, სადაც გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც დამნაშავე მძღოლი დააკავა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *