ინდოეთში მაიმუნმა 10 წლის ბიჭი მოკლა
ინდოეთში ერთ-ერთ პატარა სოფელში სამშაბათს 10 წლის ბიჭს და მის მეგობრებს, რომლებიც ტაძრის ეზოში ერთად თამაშობდნენ, მაიმუნების ჯოგი დაესხა თავს. მაიმუნმა ბავშვს ბასრი ბრჭყალებით მუცელი გაუფატრა და ორგანოები დაუზიანა.
მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის გარდაიცვალა მანამ, სანამ ექიმები მის გადარჩენას შეეცდებოდნენ. თავდასხმის შედეგად მას ნაწლავები ჰქონდა დაზიანებული. ექიმებმა მისი გარდაცვალება საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაადასტურეს.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ეს იყო მესამე თავდასხმა ადამიანებზე მაიმუნების ჯგუფის მიერ მხოლოდ ამ კვირაში. მეტყევეების თქმით, მათი ჯგუფი დიდი ხანია ცდილობს მკვლელი ცხოველების დაჭერას და რამდენიმე მათგანის დაჭერა უკვე შეძლეს.
ლანგურები, როგორც წესი, არ არიან აგრესიულები, თუმცა მეცნიერებმა დააფიქსირეს, რომ ჯოგში მამრების ნაწილმა გარკვეულ პირობებში შეიძლება უკიდურესად აგრესიული ქცევა გამოავლინონ.
