Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
დღესასწაულებისაბერძნეთისაზოგადოება

17 ნოემბერი – ათენის სტუდენტობის ყოველწლიური ამბოხის დღე

1967 წლის 21 აპრილს საბერძნეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ძალაუფლება სამხედრო ხუნტის ხელში აღმოჩნდა. ხუნტამ გააუქმა არჩევნები, დააწესა ცენზურა, დაშალა პოლიტიკური პარტიები და დააპატიმრა სამოქალაქო აქტივისტები.

დიქტატურის წინააღმდეგ ბერძნული საზოგადოების ბრძოლის ავანგარდში სტუდენტები აღმოჩნდნენ. 1973 წლის 14 ნოემბერს ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჩაკეტეს სასწავლო დაწესებულების მთავარი ჭიშკარი და უნივერსიტეტის თავისუფალი რადიოსადგურის მუშაობის დაწყების შესახებ გამოაცხადეს. 14-იდან 17 ნოემბრამდე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე შეტაკება მოხდა სტუდენტებსა და პოლიციას შორის. 17 ნოემბერს, გამთენიისას უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელთან, პატისიონის ქუჩაზე სამხედროები და რამდენიმე ტანკი გამოჩნდა. ერთ-ერთმა ტანკმა უნივერსიტეტის მთავარი ჭიშკარი შეანგრია, რის შემდეგაც სტუდენტებსა და პოლიციას შორის ფართომასშტაბიანი შეტაკება დაიწყო. დაახლოებით ერთ საათში სასწავლო დაწესებულება ძალოვანმა სტრუქტურებმა მთლიანად დაიკავეს და რადიომაუწყებლობა შეწყვიტეს.

17 ნოემბრის მოვლენები მსხვერპლით დასრულდა, თუმცა დღემდე არაა ცნობილი, ზუსტად რამდენი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რომელიც 2003 წელს გამოქვეყნდა, სულ 24 ადამიანი დაიღუპა.

საბერძნეთში დიქტატორული რეჟიმი 1974 წელს დაემხო. ამის შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტობა, რომელიც, ტრადიციულად, რადიკალური მემარცხენე შეხედულებებით გამოირჩევა, მუდმივად აღნიშნავს ამ ტრაგიკულ თარიღს.

17 ნოემბრის ყოველი წლისთავი, როგორც წესი, არეულობაში გადაიზრდება ხოლმე. ზოგჯერ არეულობის მასშტაბები ძალიან დიდია და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სიახლოვეს მდებარე შენობებსა და პარკირებულ ავტომობილებს სერიოზული ზიანი ადგება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *