Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ლიკავიტოს თეატრი კვლავ იხსნება

ათენის ერთ- ერთი ყველაზე პოპულარული, ღია ცის ქვეშ თეატრი, რომელიც წარსულში ბერძენი თუ უცხოელი შემოქმედების ისტორიულ კონცერტებს და საუკეთესო სპექტაკლებს მასპინძლობდა- ლიკავიტოს თეატრი, საზოგადოებისთვის კვლავ ხსნის თავის კარებს.

ათენის მერის, კოსტას ბაკოიანის განცხადებით ადგილი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დახურული იყო კვლავ გაიხსნება.

2008 წლის ივნისში ათენის მუნიციპალიტეტმა სტენდებზე სერიოზული სტატიკური პრობლემების გამო, მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება თეატრის დალუქვის შესახებ.

გადაწყვეტილებამ დიდი უკმაყოფილება და მწვავე რეაქციები გამოიწვია მხატვრულ წრეებში, რადგან უკვე დაგეგმილი იყო ათობით ღონისძიება და ბილეთებიც წინასწარ გაყიდული, რომლებიც უნდა გაუქმებულიყო.

თუმცა ამ შემთხვევაში საზოგადოების უსაფრთხოების საკითხი უდავოდ პრიორიტეტული იყო.

რამოდენიმე წლის შემდეგ, 2013 წლის ზაფხულში ღია თეატრი კვლავ გაიხსნა და უმასპინძლა ჯგუფ Scorpions- ის კონცერტებს, თუმცა მოგვიანებით კვლავ დაიხურა.

ბოლოჯერ აანთეს პროჟექტორები ლიკავიტოს თეატრში 2016 წლის ივლისის ერთ საღამოს, ზოი კონსტანტინოპულუს წვეულების,  Pleusi Eleftherias- ის ღონისძიებაზე, რომლის კონტექსტშიც გაიმართა კონცერტი სხვადასხვა ხელოვანების მონაწილეობით.

ათენის ამ ღირსშესანიშნაობის გახსნა პრიორიტეტული იყო ათენის მუნიციპალიტეტისა და ატიკის რეგიონისათვის, რომლებმაც განახორციელეს თეატრის განახლება და მიმდებარე სივრცის ფორმირება თანამედროვე ფუნქციონალური და ტექნიკური მახასიათებლებით.

 

ხანძარი ნეა სმირნში

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *