Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიღირშესანიშნავი ადგილები

პარნითას მთის დიდი საიდუმლო – რა იმალება აკრძალულ ტერიტორიაზე

გეორგიოს პაპადოპულოსი იყო ბერძენი დიქტატორი, რომელიც ხელმძღვანელობდა სახელმწიფო გადატრიალებას საბერძნეთში 1967 წელს და გახდა ქვეყნის პრემიერ მინისტრი 1967 წლიდან 1973 წლამდე. ის ასევე იყო საბერძნეთის პრეზიდენტი ხუნტის დროს 1973 წელს.

დიქტატორ პაპადოპულოსის ცნობილი და საიდუმლოებით მოცული ვილა პარნითას მთის მწვერვალზე დღემდე იქცევს ცნობისმოყვარე მკვლევართა ყურადღებას.

ცნობილი ვილის ისტორია საინფორმაციო ვიდეოს საშუალებით წარმოადგინა Up Stories- ის გუნდმა რომელშიც ნათქვამია, რომ როგორც ცოტა ხნის წინ, გეორგიოს პაპადოპულოს ბიოგრაფმა, ბატონმა მანოს ნ. ჰაზიდაკისმა პრესისთვის მიწერილ წერილში აღნიშნა, პარნითას მთის აგარაკი შენობა არ აშენებულა როგორც დიქტატორ პაპადოპულოს სხვა რეზიდენციების მსგავსი ჩვეულებრივი დასასვენებელი ადგილი. სინამდვილეში ეს იყო თავშესაფარი ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობისთვის ბირთვული ომის შემთხვევაში, რომლის საფრთხეც ნამდვილად ემუქრებოდა კაცობრიობას  იმ დროს ამერიკასა და მაშინდელ საბჭოთა კავშირს შორის მიმდინარე „ცივი ომის“ გამო.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ობიექტი ჰქონდა ადოლფ ჰიტლერსაც, ხოლო პარნითას ვილას მშენებლობის ღირებულება იმ დროისთვის 10 მილიონ დრაქმად შეფასდა.

მკვლევართა გუნდმა დრონის გამოყენებით ჩაატარა გადაღება ადგილზე, რომელიც აკრძალულია მანქანებისთვის და მოტოციკლებისთვის და იქ გავლა მხოლოდ მოლაშქრეებისა და ველოსიპედისტებისთვის არის ნებადართული.

პარნითას ვილის მიმდებარე ტერიტორიაზე დრონით წარმოებული გადაღებების შედეგად Up Stories-ის ჯგუფმა აღმოაჩინა და პირველად გამოიტანა დღის სინათლეზე  ერთმანეთთან დაკავშირებული მიწისქვეშა ნაგებობების იდუმალი ქსელი, რომელზეც მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ისინი აშენდა წყლით მომარაგების მიზნით ან კანალიზაციის სისტემას წარმოადგენდა.

ვიდეო:

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *