Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

ლავრიო: სასწაულებრივად გადავრჩი – აცხადებს ქალი, რომელიც აივნის ჩამონგრევისას ტროტუარზე იდგა

ლავრიო: სასწაულებრივად გადავრჩი – აცხადებს ქალი, რომელიც აივნის ჩამონგრევისას ტროტუარზე იდგა

სამშაბათს ლავრიოში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ ადგილობრივი მოსახლოების აღშფოთება გამოიწვია. ქალაქის ცენტრში მდებარე 2 სართულიანი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე აივანი მოულოდნელად ჩამოიშალა. ნგრევის შედეგად კორპუსის ქვეშ მდგომ 4 მანქანას მიადგა მატერიალური ზიანი, ხოლო ტროტუარზე მყოფი 2 ქალი კი ბეწვზე გადარჩა ტრამვირებას.

“სასწაულებრივად გადავრჩი. მეუღლეს ველოდებოდი, როცა ხმაური შემომესმა. ხმაურმა გადამარჩინა. რადგან ზემოთ ავიხედე და დავინახე, რომ თავზე უზარმაზარი ბეტონის ნაწილი მეცემოდა. თავს ძალა დავატანე რომ გადავმხტარიყავი და თავი გადამერჩინა. მახსოვს როგორ მეცემოდა კენჭები. სხეულზე ნაკაწრებიც მაქვს.” – განაცხადა ქალმა ტელემაუწყებელ STAR-თან საუბრისას.

ვიდეო მასალიდან ნამდვილად ჩანს, რომ ქალი უდაოდ სასწაულებრივად გადარჩა. რადგან ბეტონის დიდი მასა მისგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით ეცემა.

უბედური შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა 47 წლის მასწავლებელიც, რომელიც მანქანისკენ მიემართებოდა, როცა კორპუსმა უეცრად ნგრევა დაიწყო: “აფთიაქში ვიყავი წამლის საყიდლად. გამოვედი და მანქანისკენ გავემართე. კარის გასაღებად ხელი რომ გავწიე აფეთქების ხმასავით გავიგე და გავიქეცი. არ ვიცი როგორ გავაგრძელებ ნორმალურად ცხოვრებას. ისევ შოკურ მდგომარეონაში ვარ.” – განაცხადა მასწავლებელმა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *