შობა 2023: დღეს სინდაგმაზე საშობაო ნაძვის ხე დაიდგა
დღეს დილის 6 საათამდე, სინტაგმის მოედანზე მთავარი ნაძვის ხე დაიდგა, რომელიც ქალაქში შობას შემოიტანს.
წლევანდელი ნაძვის ხე, რომლის სიმაღლეც 17 მეტრია კარპენისიდან ჩამოიტანეს და მორთვის შემდეგ მოედნის ცენტრში მისულ დამთვალიერებლებს ელოდება საშობაო საზეიმო განწყობის შესაქმნელად.
ERT-ის ცნობით, ხის ძირი 25 ტონას იწონის, ნაძვის ხეზე კი 24 000 ეკონომიური ნათურა დამაგრდება და უთვალავი ორნამენტით იქნება მორთული.
მთლიანი ხე დაახლოებით 5,5 ტონას იწონის. მისი განათება მომავალ ხუთშაბათს მოხდება.
აღნიშნულია, რომ შედარებით მცირე ზომის ნაძვის ხე დაიდგა ომონიაზეც.
Facebook Comments Box
