Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

დღეს მზიანი ამინდია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტემპერატურის უმნიშვნელო მატებით

ორშაბათი, 20 ნოემბერი:  დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით მზიანი ამინდი იქნება, თუმცა ღამით და დილით ადრე კონტინენტურ რაიონებში ხილვადობა ადგილობრივად შეიზღუდება. ჩრდილოეთ საბერძნეთის ნახევრად მთიან კონტინენტურ და დაბლობ რაიონებში კი ყინვა დაფიქსირდება.

ტემპერატურა დასავლეთ მაკედონიაში -3-დან 15 გრადუსამდე, დანარჩენ ჩრდილოეთ საბერძნეთში -2-დან 17-18-მდე, ეპიროსში 2-დან 18 გრადუსამდე, თესალიაში 2-დან 19-მდე, დანარჩენ კონტინენტზე 2-დან 19 გრადუსამდე იქნება.

იონიის კუნძულებზე 7-დან 18-მდე, ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე 4-16 გრადუსამდე და ეგეოსის ზღვის დანარჩენ კუნძულებზე 7-19 გრადუსამდე, კრეტაზე კი მაქსიმალური ტემპერატურა ადგილობრივად 22 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარები, რომელიც არ აღემატება 4 ბოფორტს, გარდა ეგეოსისა და კორინთის ყურის სამხრეთ ზღვებისა, სადაც ქარის ინტენსივობა 5-6 ბოფორტს მიაღწევს.

დღეს ატიკაშიც მზიანი ამინდია, იქროლებს 3 ბოფორტამდე სიმძლავრის დასავლეთის მიმართულების ქარი, ტემპერატურა 8-დან 19 გრადუსამდე იქნება.

სალონიკშიც ასევე მზეა. დილით ხილვადობა ადგილობრივად შეზღუდული იქნება. იქროლებს ქარი ჩრდილო-დასავლეთიდან 3 ბოფორტამდე ინტენსივობით. ტემპერატურა 6-დან 17 გრადუსამდე იქნება, რეგიონებში კი მინიმუმ 3-4 გრადუსით დაიკლებს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *