Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

განაგაში თესალონიკის სანაპიროზე: ზღვაში შესული სერფერი ქარმა და ძლიერმა ტალღებმა გაიტაცა

ძლიერმა ქარმა და ტალღებმა კვირას (11/19) შუადღისას, თესალონიკში, ეპანომის საზღვაო რაიონში, უამინდობის დროს ზღვაში შესული 23 წლის სერფერი გაიტაცა, რომელიც ნაპირზე გასვლას ვეღარ ახერხებდა.

სანაპირო დაცვის გემებმა ტალღებთან  მებრძოლი ახალგაზრდა ნაპირიდან დაახლოებით 300 მეტრში შენიშნეს და დახმარების აღმოჩენის შემდეგ უსაფრთხოდ გადაიყვანეს პოტამოს ეპანომის სანაპირო ზოლში. შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიციის საპატრულო ეკიპაჟიც.

სანაპირო დაცვის სამსახურის ოპერატორის განცხადებით, გადარჩენილი თავს კარგად გრძნობდა და შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების გუნდს პროფილაქტიკური მიზნით მისი გასინჯვის შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განუცხადა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *