Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

მესოლოგი: მამამ ოთხი წლის ბავშვი მანქანაში ჩაკეტილი დატოვა, რათა სუპერმარკეტში შესულიყო

გუშინ ღამით, მესოლოგის პოლიციის დეპარტამენტის DIAS-ის ჯგუფის პოლიციის თანამშრომლებმა სუპერმარკეტის ავტოსადგომზე ჩაკეტილ მანქანაში 4 წლის გოგონა იპოვეს.

ბავშვი მანქანაში მამამ დატოვა,თვითონ კი  სუპერმარკეტში შევიდა.

მანქანაში მიტოვებული ბავშვი შემთხვევის ადგილზე  გამვლელებმა შეამჩნიეს და პოლიციას შეატყობინეს, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფოდ მისულმა  DIAS-ის თანამშრომლებმა მანქანის შუშა ჩაამტვრიეს და გოგონა უვნებლად გამოიყვანეს.

არასრულწლოვანი ჯერ მესოლოგის, შემდეგ კი აგრინიოს გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც  პროფილაქტიკური მიზნით სტაციონარში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია და საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება მამას, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ადგილობრივი მამაკაცი, რომლის მიმართაც არასრულწლოვანი ქალიშვილის სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის ფაქტზე საქმე აღიძრა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *