კულტურის სამინისტრო ზაკინთოს ციხეს აღადგენს
კულტურის სამინისტრო აგრძელებს ბიზანტიური და შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი ძეგლის, ზაკინთოს ციხის რესტავრაციას, რომელიც საგრძნობლად არის დაზიანებული.
ცენტრალურმა არქეოლოგიურმა საბჭომ დადებითად გადაწყვიტა ციხის შენობებისა და ვენეციური და ანგლო- კოლონიალური პერიოდის ნანგრევების მოწესრიგებისა და აღდგენის პროექტის დაფინანსება, რომლის ბიუჯეტიც 1 500 000 ევროა.
პროექტის ფარგლებში აღდგენას ექვემდებარება შენობები: დიდი და მცირე დენთის საწყობი, ვენეციური პერიოდის ციხეები, წმინდა იოანე პროდრომოსის წმინდა ეკლესია, რომელიც ამჟამად დანგრეულია და ანგლო- კოლონიალური პერიოდის შტაბ- ყაზარმების კომპლექსი.
რესტავრაციის ძირითადი მიზანია სტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრა და ციხის გარეგანი იერსახის ესთეტიკური განახლება.
ზაკინთოს ციხე თავისი ისტორიული მნიშვნელობითა და არქიტექტურული ღირებულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბიზანტიური და შუა საუკუნეების ძეგლია და აქვს მაღალი ესთეტიკური ღირებულება.
იგი წარმოადგენს ძეგლს დიდი ხილვადობითა და ექსპლუატაციის მაღალი პოტენციალით, როგორც ღონისძიებებისა და ტურისტული ვიზიტების ადგილი.
ციხე წარმოადგენს ორი ნაგებობის კომპლექსს, გაერთიანებულს ერთ ტერიტორიაზე.
ამ სივრცეში მდებარე წმინდა იოანე პროდრომოსის ეკლესია მე-15საუკუნის ბოლოს აშენდა.
ანგლო- ოკუპაციის დროს ტაძარში მოწყობილი იყო სკოლა, შემდეგ კი საწყობი.
1893 წლის მიწისძვრამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მას, რის შემდეგაც სამუდამოდ გაუკაცრიელდა და დღეისათვის მთლიანად დანგრეულია.
დანგრეულია ასევ ყაზარმა-შტაბის კომპლექსიც, რომელიც ორ დიდ მართკუთხა წაგრძელებულ შენობას მოიცავს.
მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა არქეოლოგიური საბჭო იმედოვნებს, რომ წარმოდგენილ სტრუქტურულ და ესთეტიკურ პრობლემებთან გამკლავების შემდეგ ძეგლის, როგორც ისტორიული ასევე არქეოლოგიური ღირებულება მეტად გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ ფუნქციურ გამოყენებას, როგორც კიდევ ერთ საინტერესო მოსანახულებელ ადგილს კულტურული მარშრუტების ქსელში.
